შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი გადამზიდი გემი "TAHIR KAPTAN-2" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქე TAHIR AKGUL-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.
აღნიშნული გემის კაპიტანს, II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსის დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.