რუმინეთის დროშით მცურავი გემების - "MIDIA-5"-ის და "MIDIA-13"-ის კაპიტანს, სტეფან ნიკოლაეს და იონ ტენტუსს დაეკისრათ ჯარიმა თითოეულს 40 000 ლარის ოდენობით, რომელიც მათ მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო რაიონი), შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე, რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,MIDIA-5" და ,,MIDIA -13" 27 დეკემბერს დააკავეს.