შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის III განყოფილების თანამშრომლებმა, ავტომანქანის გატაცების ფაქტზე, ცხელ კვალზე, 1982 წელს დაბადებული ჟან ბ. დააკავეს.
8 იანვარს, ღამის 01 საათსა და 30 წუთზე, ბათუმში, დაკავებულმა ბარათაშვილის ქუჩიდან „მერსედესის" მარკის ავტომანქანა გაიტაცა. აღნიშნული ავტომანქანის გატაცების შესახებ, შეტყობინება ბათუმის ყველა ოპერატიულ ჯგუფს მაშინვე გადაეცა. რამდენიმე წუთში, გატაცებული ავტომანქანა შეამჩნიეს იმედაშვილის ქუჩაზე და განხორციალდა დევნა, რა დროსაც ჟან ბ. ამავე ქუჩაზე გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა და გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი ადგილზევე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 177-ე (ქურდობა) მუხლის III ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.