თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
,,დღეს გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელიც ეხება შეიარაღებული ფორმირებების შექმნას. დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები და იმედი მაქვს, რომ დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა მივა იქამადე, რომ ამ შემთხვევაშიც ბრალი უნდა მოეხსნას", - განაცხადა ჟურნალისტებთან ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს წაყენებული ოთხი ბრალდებიდან ორი მოუხსნა, კერძოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.