საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც გაბუნიამ უწყებიდან გამოსვლისას განაცხადა, პროკურატურაში ის ინფორმაციის დასაზუსტებლად დაიბარეს.
ზაზა გაბუნიას თქმით, საქმე ეხება თბილისის მერიის ერთ-ერთი სტრუქტურის საქმიანობას. გაბუნია კონკრეტულად არ ასახელებს, თუ რომელ სტრუქტურაზეა საუბარი, თუმცა აცხადებს, რომ უწყებაში დაფიქსირებულ კანონდარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას მოქალაქეებმა მიაწოდეს, რომელიც შემდეგ პროკურატურას თავად გაბუნიამ გადაუგზავნა.
საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საქმეში მერიის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, რაზეც პრკურატურა გამოძიებას აწარმოებს.