ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ,,საქართველო ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. სამი შეიარაღებული პირი დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:30 საათზე ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და ფული გაიტაცა. ჯერჯერობით უცნობია გატაცებული თახის ზუსტი რაოდენობა.
ყაჩაღობის ადგილიდან გაქცეული მძარცველები პატრულის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე სამარშუტო ტაქსიდან აიყვანეს.
როგორც ჟურნალისტებთან ,,საქართველოს ბანკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მომხდართაან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.