,,ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეშინია ჩვენს ოპოზიციას ოქრუაშვილის ქუჩაში სიარულის", _ განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი ოქრუაშვილის საქმის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში ბევრი შეთითხნილი ეპიზოდი არსებობს.
წულუკანის განცხადებით, "კუბლაშვილის სასამართლო" პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის ნაცვლად, რომ კანონი დაიცვას.
"როცა ბრალდებული თავისი ნებით ჩამოდის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას, რაც ოქრუაშვილის შემთხვევაში სასამართლომ არ განახორციელა. როგორც ჩანს, "კუბლაშვილის სასამართლო" პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის მაგივრად, რომ კანონით იმოქმედოს. თუ რატომ ეშინია ჩვენს ოპოზიციას ოქრუაშვილის ქუჩაში სიარულის, ეს ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.