იტალიაში ტოსკანას რეგიონში 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის ნათია თათარაშვილი, რომელიც იტალიაში ხუთი წელია ცხოვრობს. იგი მოკლულთან მომვლელად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების საფუძველზე მოხდა. Aადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნათია თათარაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მან თავის მოკვლა რამდენჯერმე სცადა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და მან დანაშაული აღიარა. ,,რუსთავი-2"-თან საუბარში მომხდარ ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს საქართველოს კონსული იტალიაში, თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.