იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის პატიმრობის შეფარდებას მისი ადვოკატი სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივრებს, -აღნიშნულის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ განაცხადა.
,,სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ზურაბ ადეიშვილს შეუფარდა პატიმრობა და იმავე განჩინებით შეუჩერდა დიპლომატიური პასპორტის მოქმედება და პირადი სამოქალაქო პასპორტის მოქმედება", _განაცხადა ჟურნალისტებთან ადეიშვილის დამცველმა და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ზურამ ადეიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, სასამართლომ ადეიშვილს დიპლომატიური პასპორტებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედებაც შეუჩერა.