სამართალდამცავებმა ყაჩაღობის მიზნით, 1992 წ. დაბადებული ბესიკ ც. დააკავეს, რომელმაც ბარათაშვილის ქუჩაზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში დაჭრა 1979 წ. დაბადებულ თამაზ ო.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, იმავე დღეს, გუთნის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ცივი იარაღით, 1989 წ. დაბადებულ გიორგი ხ.-ს გულმკერდის, ბარძაყისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) I ნაწილით და 19-108 მუხლით აღიძრა.
ორივე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილება აწარმოებს.