ბათუმის საქალაქო სამმართველოს II განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ფაქტზე ანზორ ჩ. და ალბერტ ს. დააკავეს.
2013 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში ანზორ ჩ-მ. და ალბერტ ს.-მ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ნინო ნიკოლაიშვილის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწიეს და ორსართულიანი კერძო სახლიდან მოიპარეს-პერსონალური კომპიუტერი, „დვდ ფლეერი", სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა საოჯახო ნივთები. ქურდობის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს II განყოფილების თანამშრომლებმა ორივე პიროვნება დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მათი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ამოიღეს. ასევე ჯართის ჩამბარებელი პუნქტიდან ამოღებულ იქნა ნიკოლაიშვილის სახლის სათავსოდან მოპარული ლითონის ნაკეთობები.
დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ანზორ ჩ. წარსულში ასევე ქურდობისთვისაა ნასამართლევი.
სისხლის სამართლის საქმე 177(ქურდობა) მუხლის III ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით აღიძრა. დაკავებულები ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.