აჭარის 2012 წლის ნაერთი ბიუჯეტი 5 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტის გეგმა 12 თვის გეგმა 188 მლნ 960 ათას 500 ლარს შეადგენდა, თუმცა წლის ბოლოს შესრულებამ 197 მლნ. 824 ათას 100 ლარი შეადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის 2012 წლის ნაერთი ბიუჯეტი 104,7 %-ითაა შესრულებული.
რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს წლის ბოლოს შესრულებამ 104,1 %-ი შეადგინა.
რაც შეეხება მუნიციპალურ ერთეულებს, ყველაზე დიდი შესრულება 2012 წლის ბიუჯეტში ხულოს მუნიციპალიტეტს აქვს, რომელიც 132,7 %-ითაა შესრულებული, ხოლო რაც შეეხება სხვა მუნიციპალურ ერთეულების ბიუჯეტებს: ქობულეთი - 122 %-ი, შუახევი - 114,6 %-ი, ქედა - 108,4 %-ი, ბათუმი - 105,1 %-ი, ხელვაჩაური - 102,5 %-ი.