გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კალანდაძე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თუმცა ჟურნალისტებთან კალანდაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ გაერთიანებულიო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ძველ საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
,,ძველ საქმეებთან დაკავშირებით ვიყავით დაბარებული. გამოძიებას რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა, რადგან გიორგი კალანდაძე ბრალდებულია მან დუმილის უფლება გამოიყენა", -განაცხადა ჟურნალისტებთან გოგიტა გაბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ უკვე ორჯერ გაათავისუფლა. 18 ნოემბერს კი პროკურატურამ გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.