ბრალდებული თორნიკე თაბუნიძე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. მას ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თაღლითობისათვის ბრალდებული, ამჟამად ძებნაში მყოფი ლაშა გიგაური საქალაქო სასამართლომ ასევ უდანაშაულოდ სცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ბრალდების მხარეებმა ვერ წარმოადგინეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თორნიკე თაბუნიძისა და ლაშა გიგაურის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.