დაჩი ცაგურია: მოსამრთლე ჯემალ კოპალიანის ბრძანებით, სასამართლოს მანდატურებმა ნახევარი საათით, უკანონოდ დამაკავეს.
ცაგურიას განცხადებით, იგი მიდიოდა მისი მეგობრის, შალვა გოგინაშვილის სასამართლო პროცესზე და გზაში მოსამართლე ჯემალ კოპალიანი შეხვდა.
"ეს ის მოსამართლეა, რომელიც ბუტა რობაქიძის და აგრეთვე ე.წ მუხროვანის სასამართლო პროცესს სჯიდა. მე მას პირში ვუთხარი ის, რასაც ყოველთვის გავიმეორებ - დადგება დრო და ჩადენილი უსამართლო ქმედებებისათვის ჯემალ კოპალიანი, ისევე როგრც ყველა მისნაირი, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამის შემდეგ კოპალიანმა ყვირილი დაიწყო და ჩემი დაჭერა მოითხოვა. მანდატურებმა დამაკავეს, შემიყვანეს ერთ პატარა ოთახში და ნახევარი საათის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამომიშვეს", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.