უამინდობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის თბილისში დაბრუნება რამდენიმე საათით გადაიდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თვითმფრინავი, რომლითაც პატრიარქი ჩამობრძანდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 01:00 საათისთვის დაეშვება.
თვითმფრინავმა უამინდობის გამო მიუნხენიდან გამოფრენა ვერ შესძლო.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე მიუნხენში გეგმიურ სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფებოდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, გერმანიაში ვიზიტის დეტალებზე უწმინდესი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად ისაუბრებს.
ცნობილია, რომ მარხვის დაწყებამდე, შენდობის დღეს ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას თავად აღავლენს.