შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის გია ს. დააკავეს.
ბრალდებულს, პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 6,75 გრამი "ჰეროინი" აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გია ს. სამართალდამცველებმა ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გაირკვა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.