ექსპერტების ვარაუდით, Apple-ი, ახალ სმარტფონს - iPhone 5S-ს 2013 წლის მეორე კვარტალში წარმოადგენს. მათივე განმარტებით, ახალი სმარტფონის ეკრანი, მისი წინამორბედებისაგან განსხვავებული იქნება. იმავდროულად, სმარტფონის გარეკანი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე მკვეთრი ფერებით: ვარდისფერი, ლურჯი, ყვითელი, თეთრი და შავი, ხოლო ხაზების პალიტრა სულ რვა ფერში იქნება წარმოდგენილი.
iPhone 5S-ის პრეზენტაცია სავარაუდოდ მაის-ივნისში შედგება.
„ვაშლმა" iPhone 5-ი ბაზარზე 2012 წლის ივლისში გამოიტანა და მას მის წინამორბედ iPhone 4S-თან შედარებით გაცილებით გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლები აქვს. iPhone 5 ზომაში გაზრდილია, თუმც წონით შემცირებულია და ის 112 გრამს იწონის. რაც იმას ნიშნავს რომ ახალი მოდელის წონა მის წინამორბედთან შედარებით 28 გრამითაა შემცირებული. იმავდროულად, შეცვლილია ყურსასმენების ვიზუალური მხარე და ხარისხი. ასევე, ტექნიკური მხარის გარდა ახალ iPhone-ს iOS 6 გააჩნია.
უნდა აღინიშნოს, რომ iPhone 5-ში გამოყენებულია 4 დიუმის ზომის ,,რეტინა" ეკრანი, რომლის რეზოლუციაც 1136 x 640 წერტილია, 326 ppi წერტილთა სიმჭიდროვით.
რაც შეეხება კომუნიკაციის საშუალებებს, თითქმის იგივე აქვს რაც წინა ვერსიებს, დამატებული აქვს მეოთხე თაობის ქსელი LTE, რაც ინტერნეტის მიღების სიჩქარეს 100 მბ/წმ - მდე ზრდის.
იმავდროულად iPhone 5-ში, წინა სმარტფონთან შედარებით, ძირითადი კამერის მახასიათებლებიც თითქმის იგივეა, გაზრდილია FaceTime კამერის რეზოლუცია, რომელიც 1.2 MP - ია და 720p HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას იძლევა.
FaceTime - ის განხორციელება მესამე თაობის ინტერნეტითაცაა შესაძლებელი. ასევე შეგვიძლია გადავიღოთ პანორამული ხედები 8 მპ - იანი კამერის საშუალებით
ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია დამტენის ფორმა წინა ვერსიებთან შედარებით, გამოყენებულია ე.წ ,,Lightning' 30 პინიანი ადაპტერი, რომელზეც სამომავლოდ სხვა Apple - ის მოწყობილობებიც გადავა.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის შეფი, აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსი აცხადებდა, კომპანია მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ iPhone შესთავაზებდა, თუმცა Samsung-თან კონკურენციის გამო ამერიკული კომპანია იძულებულია წლის განმავლობაში ბაზარზე ორი სიახლე გამოიტანოს.