საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2012 წლის მუშაობის შედეგებს აჯამებს. 2012 წელს საქსტატის მიერ გავრცელებულია 67 პუბლიკაცია, რაც 26%-ით მეტია 2011 წელთან შედარებით. საქსტატის მიერ გავრცელებულია 182 პრეს-რელიზი, რაც 17%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით და საქსტატის ვებ გვერდზე შემოსულია 219 313 ვიზიტორი, რაც 14%-ით მეტია 2011 წელთან შედარებით და სხვადასხვა მაჩვენებლების შესახებ დაინტერესებული პირებისთვის საქსტატიდან გასულია 1654 წერილი, რაც 3%-ით მეტია 2011 წელთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები