2012 წლის დეკემბერში 2011 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1,4 პროცენტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფი, ჯანმრთელობის დაცვა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 3,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -1,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (16,8 პროცენტი), შაქარი, ჯემი
და სხვა ტკბილეულზე (7,6 პროცენტი), თევზეულზე (5,2 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (4,2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12,0 პროცენტი).
დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფზე ფასები შემცირდა 3,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (13,7 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე (17,1 პროცენტი). ამასთან,
ფასების კლება დაფიქსირდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (8,7 პროცენტი).