დღეს, 4 იანვარს, პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერის ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მიხეილ სააკაშვილი ხელს ისევ არ მოაწერს ამ პროცედურას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განახორცილებს და კანონი ძალაში შევა. როგორც ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა განაცხადა ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრები ციხეებს ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო სხვა მსჯავრდებულები ორი თვის განმავლობაში დატოვებენ.
,,პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის არსებობს ერთი კვირის ვადა, დანარჩენი შეწყალებული პატიმრებისთვის იქნება ეს გათავისუფლება, სასჯელის განახევრება თუ სხვა _ ყველაფრისთვის ორთვიანი ვადა არსებობს. აქედან ორკვირიანი ვადა გვაქვს ჩვენ საბუთების მოსამზადებლად და სასამართლოში გადასაგზავნად დანარჩენი დრო უკვე სასამართლოსია, რომელმაც ყველა საქმე ინდივიდულაურად უნდა განიხილოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტის შესახებ პირველ ვერსიას პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ მიხეილ სააკაშვილის ვეტო დაძლია და კანონის თავდაპირველი ვერსია ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაუგზავნა.