საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად :
"სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №1134 ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნება გათვალისწინებული, არ შეესაბამება სინამდვილეს და მას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის №1078 ბრძანებულება ითვალისწინებდა ზოგიერთი თანამდებობის პირის დაცვასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებების იმ უწყებების საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაფინანსებას, რომლებშიც ეს პირები მუშაობდნენ. ამ ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ (საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 დეკემბრის №1134 ბრძანებულება), შესაბამისი დაცვის ღონისძიებები სრული მასშტაბით დაფინანსდება სსდს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან", - ნათქვამია სდსს-ის განცხადებაში.