საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში მიმდინარე წლის 25 დეკემბერს შეტანილ იქნა ცვლილება და საკონტროლო სალარო აპარატების რეგისტარციიდან მოხსნის ვადამ 2013 წლის 1-ელი ივლისამდე გადაიწია. საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციიდან მოსახსელი საკონტროლო-სალარო აპარატების საერთო რაოდენობა, 27 დეკემბრის მონაცემებით, შეადგენს 38 643 ცალს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებით დადგენილი იყო ვალდებულება, რომ ძველი, ხმარებიდან ამოღებული საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციიდან მოხსნა, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნულ ვადაში, ვალდებულების შეუსრულებლობლობის შემთხვევაში, სალარო-აპარატი ჩაითვლებოდა დაკარგულად და გადასახადის გადამხდელის მიმართ გავრცელდებოდა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.
2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტრაციიდან მოხსნილია 33821 სალარო აპარატი. ამავე პერიოდში, დღიურად, საშუალოდ 680 საკონტროლო-სალარო აპარატი იხსნება. საკონტროლო-სალარო აპარატების მოხსნის მომსახურებას 6 კომპანია ახორციელებს. მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, გადამხდელთა სრული აქტივობის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 700 აპარატის მოხსნა. მოსახსნელი სალარო აპარატების რაოდენობიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ 1 იანვრამდე სალარო აპარატების რეგისტარციიდან სრულად მოხსნა, ვერ განხორციელდებოდა რაც გადამხდელების დაჯარიმებას გამოიწვევდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისამდე ვადა, სავსებით საკმარისია, ყველა საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოსახსნელად.