შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის დეკემბერში ბიუჯეტი 10.7 მლნ.ლარის გადაჭარბებით შესრულდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დეკემბრის ბიუჯეტი, 680,4 მილიონი ლარით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულებამ 101.6 %-ი შეადგინა.
„2011 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელი შეადგენდა 670.9 მილიონ ლარს. 2012 წლის დეკემბრის ბიუჯეტი შესრულებულია საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯზე, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესიდან შემოსული თანხებით. აღსანიშნავია, რომ პირველად, ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით, გასულ წლებში არსებული, სამთავრობო უწყებებიდან და კერძო სექტორიდან ერთჯერადი ჩარიცხვებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების მანკიერი პრაქტიკა, გამოყენებული არ ყოფილა"- განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.