2012 წლის დეკემბერში,ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი და ტრანსპორტი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა დეკემბრის თვის ინფლაციაში -0,11 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
აღნიშნულ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (2,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1,9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (4,5 პროცენტი).
ტრანსპორტი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა დეკემბრის თვის ინფლაციაში -0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტი (11,3 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (1,7 პროცენტი), სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობები (1,5 პროცენტი).