შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წელი კონფლიქტურ ზონაში მომსახურე პოლიციელებს მიულოცა.
საინისტროს ინფორმაციით,მინისტრი პირადად ეწვია, ახალგორის რაიონის სოფელ ოძისში განლაგებულ საგუშაგოებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი განყოფილების თანამშრომლებთან ერთად სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, გასული წლის მიღწევებზე და სამომავლო წინსვლაზე ესაუბრა.
ახალი წლის ღამემ კონფლიქტის ზონაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.