ყაზახეთმა 2013 წლისთვის ნათვობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა გააგრძელა. აღნიშნულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სერიკომ ახმეტოვის განკარგულება, რომელიც 28 დეკემბერსაა ხელმოწერილი და პრესის საშუალებით დღეს გავრცელდა.
პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, 6 თვის განმავლობაში, ექსპორტის შეზღუდვა შეეხება მსუბუქ დისტილერებსა და სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტებს. იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება სპეციალიზირებულ საწვავს და ასევე საყოფაცხოვრებო ღუმელების საწვავს.
პრემიერ-მინისტრის ახალი განკარგულება ძალაში 2013 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური, 6 თვიანი შეზღუდვა ყაზახეთმა 2012 წლის 1 ილისიდანაც მოქმედებდა.