1-ლი იანვრიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, საბიუჯეტო პარამეტრები მთავრობას უნდა შეუთანხმონ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასეთმა ორგანიზაცოებმა მთავრობასთან უნდა შეათანხმონ ასევე, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდი.
„ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებისა), ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი."_ ნათქვამია კანონში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში, პრეზიდენტის ხელმოწერით უკვე გამოქვეყნდა.
კანონმდებლობითვე, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური დასაბეგრი მოგება აღემატება 1 მილიონ ლარს.