საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წ. დაბადებული ნიკა კ. დააკავეს.
დაკავებულმა, ქ. თბილისში, პეკინის ქუჩა N 25-ში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით ,სხეულის დაზიანებ მიაყენა სამ პირს, 1984 წ. დაბადებულ გოდერძი ტ-ს, 1970 წ. დაბადებულ ვახტანგ ჩ-ს და 1977 წ. დაბადებულ გიორგი ა-ს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) III ნაწილით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარება) აღიძრა.
გამოძიებას შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება აწარმოებს.