"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის გამარჯვებულმა სამორი ბალდემ "ბრავო რექორდში" სადებიუტო ალბომი ჩაწერა.
ალბომში "გონივრული მოძრაობა" შესულია 10 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება. სამორი და DJ გროტასკი ერთობლივად ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორებიც თავადვე არიან.
ალბომის მიზანია საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის დამკვიდრება და განვითარება. ალბომი ეძღვნება როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის მიმდევრებს, ასევე ადამიანებს, ვისთვისაც ეს ურბანული სუბკულტურა შედარებით ახალია.
"ბრავო რექორდსმა" ჰიპ-ჰოპ ალბომზე მუშაობა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად განახორციელა.
სამორი ბალდე და მისი ბავშვობის მეგობარი გოჩა ხუხუნი ადრეული ასაკიდან ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. დუეტის სახელია "ძველი რესურსი", სადაც სამორი არის პროდიუსერი და გოჩა - მეტსახელად გროტასკი დიჯეი.
პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" სამორი ბალდეს ხალხის სიყვარული მოუტანა. პროექტის მხარდამჭერმა ბანკმა "რესპუბლიკამ", ჯგუფი "სოსიეტე ჯენერალი" გაითვალისწინა სამორის უმთავრესი ინტერესი - მუსიკა და მისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი - პირველი ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ.