ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.
სალაყაიას არჩილ კბილაშვილის უწყებაში დღეს 19:00 საათზე ელოდებიან.
დაკითხვის საკითხი ამ დრომდე არ ხმაურდება. თაკო სალაყაია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში მუშაობს შეხვედრების კოორდინატორად. უცნობია პროკურატურის კითხვები უკავშირდება თუ არა მის სამსახურებრივ საქმიანობას.