,,რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის სუფსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება", _ განაცხადა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის დაწევის კომენტირებისას.
,,კახეთის სადისტრიბუციო კომპანია, როგორც მოგეხსენებათ, გაკოტრების რეჟიმშია და მასთან საუბარი ვერ გვექნებოდა იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარი დაეწია. ამიტომ დაფინანსება მოხდება ბიუჯეტიდან. ბიუჯეტიდან მოხდება სუფსიდირება, რომ ყველა რეგიონში ერთნაირი ტარიფი იყოს, ეს ეხება როგორც კახეთს, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებს", -განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის განაცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი 1-ლი იანვრიდან შემცირდება.მისი თქმით, 100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას.მისი თქმით, ტარიფის კლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების ხარჯზე. რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე მან ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.