შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოსა და სპეციალურ და საგანგებო სიტუაციების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა ქვემო ქართლის სამხარეო განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები მამედოვების ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ხუთივემონაწილე დააკავეს.
1989 წელს დაბადებული ირაკლი მ-ა (წარსულში ნასამართლევი), 1987 წელს დაბადებული დავით ვ-ი,1989 წელს დაბადებული გიორგი ლ-ი (წარსულში ნასამართლევი),1990 წელს დაბადებული იაგო ქ-ი (წარსულში ნასამართლევი) და 1981 წელს დაბადებული ჯამბულ ა-ი დღეს,გამთენიისას, დაახლოებით 3 საათზე მამედოვების ოჯახში შეიჭრნენ და ფული და ოქრო მოითხოვეს.
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმაოჯახისყველაწევრიწებოვანი ლენტითშეკრეს და პირი აუკრეს, 19 წლის ბაბექ მამედოვს კი, თითის მოჭრითაც დაემუქრნენ.
ბოროტმოქმედებმა მამედოვების ოჯახიდან 16 ათას ლარამდე ფულადი თანხა და დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული წაიღეს.სამართალდამცავებმა ყაჩაღური დაჯგუფების ხუთივე წევრი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" პუნქტით, რომლის თანახმადაც დამნაშავეებს 8-დან 12წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.