"აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით შედეგი მიღწეულია ", -განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახი კალაძემ აზერბაიჯანში ვიზიტის კომენტირებისას.
"შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით, ზამთრის პერიოდში, სამი თვის განმავლობაში _ იანვარი, თებერვალი, მარტი. შეთანხმება მიღწეულია. Mმიხარია, რომ თბილი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის გრძელდება', -განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ საუბარია 200 მეგავატ სიმძლავრის ელექტროენერგიაზე.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე 28 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში, ბაქოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა..დელეგაციაში სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორის" (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" (სსე) წარმომადგენლები შედოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოში ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, დელეგაცია შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის "აზერენერჯი" ხელმძღვანელობასთან გამართა.
აზერბაჯანში აღნიშნული სამუშაო ვიზიტის ინიცირება 26-27 დეკემბერს პრემიერ მინისტრის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა. შეხვედრების ფარგლებში აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთოებების მეტად უფრო გაღრმავების მიმართულებით.