მთავრობა ბათუმის საზღვაო აკადემიის განვითარებას გეგმავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, საზღვაო აკადემია დიდი პოტენციალი გააჩნია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, წინა ხელისუფლებამ აკადემიას ჩამოართვა ის შენობები, სადაც მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუდენტებს შესაძლოა, რომ ეცხოპვრათ.
„აღფრთოვანებული დავრჩი იმ ადამიანების მუშაობით და და მათი პატრიოტიზმით, რომლებიც იქ მუშაობენ. მინდა პირობა დავდო, რომ სახელმწიფო აუცილებლად მიხედავს ამ აკადემიას. აკადემია მნიშვნელოვანია მთელი შავი ზღვის სანაპირო ზოლისათვის. ის პანსიონატი, სადაც მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულები ცხოვრობდნენ, უნდა აღდგეს"- განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, იმ მეზღვაურებს, ვისაც სერთიფიკატები ქონდათ ჩამორთმეული, მუშაობა მიმდინარეობს და მათ ეს სერთიფიკატები მალე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები