ქართულ მხარეს რუსეთის ბაზარზე სრულ დაბრუნებაში გერმანული ბიზნესიც დაეხმარება. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში იმყოფებოდა გერმანული დელეგაცია და მათ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დახმარება აღუთქვეს, მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გერმანულ მხარესთან ინტენსიურად ითანამშრომლებს.
„რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული წარმოებისათვის მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. საქართველოში ჩამოსული იყო გერმანული დელეგაცია და ჩვენ შეხვედრები გქვონდა გერმანიის ბიზნეს ასოციაციის აღმოსავლეთ კომიტეტის წარმომადგენელთან რაინერ რინდგერთან, რომელიც ჩამოვიდა და შემოგვთავაზა, ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი. ზურაბ აბაშიძე იმუშავებს მასთან ერთად აღნიშნული მიმართულებით, რათა საბოლოდ რუსული ბაზარი ყველა პროდუქტისთვის გახსნას"- განმარტავს კვირიკაშვილი.