ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე 28 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში, ბაქოში ერთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა.
დელეგაციაში სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორის" (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" (სსე) წარმომადგენლები შედიან.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოში ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, დელეგაცია შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის "აზერენერჯი" ხელმძღვანელობასთან გამართავს.
ამასთან, იგეგმება ახალი 500 კვ-იანი დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ოპერირებისასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომლის მშენებლობაც ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიებზე უკვე დაასრულეს და შესაძლოა , საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი ამ ხაზის საშუალებით განხორციელდეს.
აზერბაჯანში აღნიშნული სამუშაო ვიზიტის ინიცირება 26-27 დეკემბერს პრემიერ მინისტრის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა. შეხვედრების ფარგლებში აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთოებების მეტად უფრო გაღრმავების მიმართულებით.