იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ლეიკემიის სამკურნალო დეფიციტური პრეპარატი გადაეცა
ერთჯერადი აქცია კომპანია "გლაქსოსმიტ კლაინის" და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. 80 ათასი დოლარის ღირებულების მარაგი საავადმყოფოს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
პრეპარატი, რომელიც დაცვითი თერაპიის დროს აქტიურად გამოიყენება, საქართველოში იშვიათი და ძვირადღირებულია.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ამ ტიპის პაციენტების დახმარებას თავის თავზე სახელმწიფო იღებს. დონორების დახმარებით, ჩვენ შევძელით იაშვილის საავადმყოფოსთვის ლეიკემიის სამკურნალი დეფიციტუი პრეპარატების ორი წლის მარაგი გადაგვეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძემ.