ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტრად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ასახელებს. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი თემაა სესხებზე ხელმისაწვდომობა, რისთვისაც მთავრობა საინვესტიციო ფონდს ქმნის, რომელიც კერძო თანმხებისგან იქნება დაკონპლექტებული.
„სამწუხაროდ კვლავ რჩება დიდ პრობლემად, ფინანსებზე ადვილად ხელმისაწვდომობის საკითხი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესებისათვის. ამ მიმართულებით იგეგმება მსხვილი საინვესტიციო ფონდის შექმნა, რომელსაც რამდენიმე მიმართულება ექნება. ეს ფონდი არ იქნება კომერციული, საბანკო სექტორის კონკურენტი. აღნიშნული ფონდის იქნება იმ პროექტებზე ორიენტირებული, რომლებიც საბანკო სექტორისგან ვერ ფინანსდება, ვინაიდან ამ პროექტებს გააჩნიათ დიდი საშეღავათო პერიოდის მოთხოვნა", - განმარტავს კვირიკაშვილი.
მინისტრის განმარტებით, ფონდი ორიენტირებული იქნება გრძელვადიანი, ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებაზე. ფონდიდან დაფინანსდება, როგორც წვრილი ასევე მსხვილი ე.წ. მეგა პროექტებიც. ძირითადად საუბარია მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაზე. ფონდიდან დაფინანსდება ასევ ე.წ. სტარტაპ ბიზნესი და ასევე ინოვაციური პროექტები.