6 წლის ნიკოლოზ ღაჭავა მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. შემთხვევა გლდანში მოხდა.
როგორც მოზარდა რუსთავი 2-ს განუცხადა ის ფანჯარასთან სკამზე იდგა. როდესაც გადაიხარა სკამი გაუცურდა და ფანჯრიდან გადავარდა.
მეექვსე სართულზე ბავშვის ვარდნა სარეცხის თოკებმა შეანელა, შემდეგ ნაძვის ხის ტოტებმა და ბოლოს მეზობლის მიერ გასამზეურებლად გამოფენილმა ლეიბმა.
ბავშვს უმნიშვნელო ნაკაწრები აქვს. ამის მიუხედავად ის იაშვილის სახელობის კლინიკაში გამოკვლევისთვის მიიყვანეს.
ნიკა ღაჭავას ოჯახი სოციალურად დაუცველია. მასთან ერთად სახლში კიდევ ორი ბავშვი იზრდება, თუმცა შემთხვევის დროს ნიკა სახლში მარტო იმყოფებოდა.