მთავრობა კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მუშაობას იწყებს. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, იწერება ახალი კანონპროექტი, რომელიც დაეხმარება ბიზნესს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.
"ახალი კანონპროექტი უკვე მუშავდება. ეს არის ირიბი დახმარების გზა განდევნილი ბიზნესისითვის, რათა ისინი გახდნენ კონკურენტუნარიანები. სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს კერძო სექტორთან და ის კანონმდებლობა, რაც სამომავლოდ დაიდება იქნება შემუშავებული კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაიცებთან კონსოლიდირებული მუშაობით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, დაგაგმილია კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომელიც საწყის ეტაპზე იმუშავებს ბაზრის გახსნაზე, ხოლო შემდეგ პრევენციაზე.