დღეს, 28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დედაქალქის ექს-ვიცე მერის მამუკა ახვლედიანის დაკითხვა განახლდება.
გუშინდელი დაკითხვის შემდეგ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებს ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და იგი კკვლავაც მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ახვლედიანის განცხადებით, დაკითხვა რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.
"რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა", - განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები