დღეს, 28 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
წინა პროცესზე ოთხი მოწმე დაიკითხა.
როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, იგი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებს არ ენდობა და აბსურდულს უწოდებს.
,,აშკარად, ნაუცბათევად შეკრუილი საქმეა. ექსპერტებმა განცხადეს, რომ ერთი თვის განმავლობაში ნახევარ მეტში მიწაში გახსნილ მდგომარეობაში იარაღი, ტყვია-წამალი არც დასველებული იყო, არც ტალახი ჰქონდა. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეს რამდენად შეიძლება იყოს ის იარაღი რომელიც მიწაში იქნა აღმოჩენილი. ამასთან მეორე გარემოება არის ის რომ აღმოჩენილი იარაღი და მჭიდები, ტყვია-წამალი ერთმანეთის იდენტური არ არის. ანუ აღმოჩენილი ტყვია-წამალი არ მიდის აღმოჩენილი იარაღზე", _ განაცხადა პროცესის დასრულების შემდედ ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოქუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ხვიჩა საბაშვილი.