დღეს, 28 დეკემბერს 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ბერბუკის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის და ალმასიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, 10 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს.