საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 27 დეკემბრის სხდომაზე, ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" # 33 დადგენილებაში და სს „თელასისა" და „ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა.
აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს - სს „ინტერ რაოს"-სა და სს „ენერგო-პრო ჟორჯიას" შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე სს „თელასის" მომხარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0-დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ-ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც101-დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 12.46 თეთრს.
რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს, 0-დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ-ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101-დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები კი, 12.98 თეთრს.
ელექტროენერგიის ტარიფები შემცირდა