საქართველოდან რუსეთის ბაზარზე ციტრუსის ექსპორტი განახლდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარებით სხვადასხვა ქვეყნის გავლით რუსეთში 400 ტონამდე ციტრუსის რეალიზება უკვე მოხდა.
აჭარიდან ციტრუსის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით განცხადება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. ზაურ ფუტკარაძის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული 2 ავტომანქანა იტვირთება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში და გურიაში. ხვალ დაახლოებით 40 ტონა ციტრუსი მეზობელ ქვეყანაში პირდაპირ ლარსის ხეობის გავლით შევა.
რუსეთში ციტრუსის ექსპორტი ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის შეთანხმების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები