თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის დაკითხვაზე შესვენება გამოცხადდა და ერთი საათის შემდეგ გაგრძელდება. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვიდან გამოსულმა ახვლედიანმა განაცხადა საგამოძიებო უწყების მხრიდან კონკრეტული ბრალდება ან პრეტენზია ამ ეტაპისთვის წაყენებული არ აქვს.
,,ვიხილავთ პერიოდს, როდესაც მიწის მართვისა და განკარგვის კომისიამ გამოაცხადა პირველი კონკურსი რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიშალა და არშემდგარად გამოცხადდა. შემდეგ გამოცხადდა მეორე კონკურსი", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მაუკა ახვლედიანი 11:00 სათიდან იკითხებოდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.
მასალის გამოყენების პირობები