დეპუტატ თინა ხიდაშელის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში "დედაქალაქის შესახებ" და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონებში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები წარდგენილ ცვლილებებს მხარს დაუჭრენ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან მიბმა კანონმდებლობით დაუშვებელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ არსებული ნორმით ელექტროენერგიისა და ნაგვის გადასახადი ერთმანეთზეა მიბმული.
მასალის გამოყენების პირობები