ფინანსთა სამინისტრო, ბიზნესის პრობლემების აღმოფხვრისთვის აქტიურდება. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა, ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მის უწყებაში ბიზნესის პრობლემების აღმოსაფხვრელად სამი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება. მინისტრის განმარტებით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და სამინისტროში
ექსპერტებით, მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებით დაკონპლექტებული სამი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.