შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს თევზსაჭერი სეინერის „გიორგი" მფლობელი, საქართველოს მოქალაქე მუხრან მამიას ძე ტუღუში.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VII ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.